როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან?

Medical House დეკ 09,2016
რა ახასიათებს გრიპის ვირუსს და როგორ დავიცვათ თავი?

გრიპის ვირუსი საკმაოდ გავრცელებულია. მისი გართულებების შედეგად აშშ-ში ყოველწლიურად 200 000 ადამიანის ჰისპიტალიზაცია ხორციელდება, ხოლო 23 600 კი იღუპება.საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ამ ეტაპზე ვირუსის რამოდენიმე ტიპი გვხვდება:

  • გრიპისმაგვარი დაავადებები (ILI )
  • მძიმემწვავე რესპირატორული ინფექციები( SARI)

გრიპის ვირუსის სიმპტომებია:

✓ ყელის და თავის ტკივილი

✓ ცხივირიდან ჩამონადენი

✓ ხველა

✓ თვალებიდან ცრემლდენა

✓ ტემპერატურის მომატება

✓ საერთო სისუსტე

✓ გულისრევა, ღებინება

✓ მუცლის ტკივილი, დიარეა

გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ხშირია გართულებების რისკი პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებები:

  • ასთმა
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • მეტაბოლური დარღვევები
  • ნევროლოგიური დაავადებები
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • სიმსუქნე
  • დაქვეითებული იმუნური სისტემა ( შიდსი, ავთვისებიანი სიმსივნე)

მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებია:

  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
  • 65 წლის ზევით პირები
  • ორსულები

გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  • ხშირად დაიბანოთხელები საპნით
  • მოერიდოთ ხალხის მასობრივ თავშეყრის ადგილებში სიარულს
  • მოერიდოთ ვირუსით დაინფიცირებულ პირს
  • ხშირად გაანიავოთ ოთახი და დაამუშაოთ სველი წესით
  • ყოველწლიურად ჩაიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მოწოდებულია სიმპტომური მკურნალობა. გირჩევთ ჩაიტაროთ ოჯახის ექიმის კონსულტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით.